სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ემიგრაციაში ყოფნის წლები გაიხსენა

0
1751

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ემიგრაციაში ყოფნის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს იმდროინდელი სამფერიანი დროშა მისთვის ყოველთვის იქნება ახლანდელი დროშის გვერდით. ზურაბიშვილის თქმით, ეს ორი დროშა განუყოფელია და საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს: ,,მე გავიზარდე ემიგრაციაში, საფრანგეთში, სადაც სხვა ვეტერანებს ვიცნობდი, მაგალითად შეფიცულებს, რომლებიც საქართველოს ხსოვნას ატარებდნენ. სამწუხაროდ, მათი ბრძოლა გამარჯვებით ვერ დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც რჩებოდნენ იმ იდეის მემკვიდრეები და ძალიან მაღლა ატარებდნენ საქართველოს იმდროინდელ სამფერიან დროშას, რომელიც ჩემთვის დარჩება ყოველთვის ამ დროშის გვერდით, რადგან ეს ორი არის განუყოფელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს ამ საუკუნეში. ეს არის ის ორი დროშა, რისთვისაც ღირს ამ ქვეყნის დაცვა და წარმოდგენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ერთად საქართველოსთვის

#ერთადსაქართველოსთვის

Опубликовано სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili Вторник, 16 октября 2018 г.