ესპანეთში ემიგრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

0
3400

ესპანეთში, უცხოელების დაკავების ცენტრიდან იმიგრანტების გაქცევის მცდელობის დროს 11 პოლიციელი დაშავდა. ინციდენტი მადრიდში მოხდა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ძირითადად ალჟირელი 80-მდე პირი ტერიტორიის დატოვებას ძალის გამოყენებით შეეცადა. არეულობის დროს დაშავებული სამართალდამცველებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

უცხოელების დაკავების ცენტრში, ამ მომენტისთვის ესპანეთიდან გაძევების მოლოდინში 170 პირი იმყოფება. ევროპაში დარჩენის სურვილით, ცენტრში მყოფები ცენტრის ტერიტორიის დატოვებას ხშირად ცდილობენ.

აგვისტოში მომხდარი არეულობის დროს 13-მა მიგრანტმა გაქცევა მოახერხა. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია SOS Racismo-ის წარმომადგენლების სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ ცენტრში 2014 წლის შემდეგ მიგრანტებმა შიმშილობა 15-ჯერ გამოაცხადეს. დაფიქსირდა თვითმკვლელობის 7 და გაქცევის 11 მცდელობა.