ქვეყნები რომლებიც მიგრანტი მშობლების ბავშვებს მოქალაქეობას ანიჭებენ

0
2228

აშშ-ი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ბავშვებს, რომელთა მშობლები მიგრანტები არიან, მოქალაქეობას ანიჭებს. ამ უფლებას უწოდებენ დაბადებით მიღებულ უპირობო მოქალაქეობის უფლებას. თუმცა, მოქალაქეობის მინიჭება ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გარვეული პირობების სანაცვლოდ, სწორედ ამ კუთხით სურს ტრამპსაც ცვლილებების განხორციელება.

ქვეყნები, რომლებიც დაბადებისთანავე მოქალაქეობას გასცემენ გარკვეული პირობების სანაცვლოდ

ზოგ ქვეყანაში ახალდაბადებული ბავშვი მოქალაქეობას იღებს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი ლეგალურად მცხოვრებია ქვეყანაში, ან ერთ-ერთ მშობელს სჭირდება ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა.

მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკის კონსტიტუცია გამორიცხავს ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, თუ მისი მშობელი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს. მალაიზიის კონსტიტუცია კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს უცხ ქვეყნის მოქალაქეების შვილს მოქალაქეობას, თუ მშობლები მალაიზიის მუდმივი მცხოვრებლები არიან. გარკვეული პირობების სანაცვლოდ ანიჭებს ახალდაბადებულ ბავშვს მოქალაქეობას ავსტრალია, კოლუმბია და ირლანდიაც.

ქვეყნები, რომლებმაც მოქალაქეობის მინიჭების კანონი შეცვალა

ასეთი ბევრი ქვეყანაა. მათ შორისაა, საფრანგეთი, რომელიც 1993 წლამდე საფრანგეთის ტერიტორიაზე დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შვილებს მოქალაქეობას უპირობოდ ანიჭებდა. თუმცა, ახლა უკვე საფრანგეთის მოქალაქეობის მოთხოვნა ბავშვებს 18 წლის ასაკიდან აქვთ.

დიდმა ბრიტანეთმაც შეცვალა 1983 წელს ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სტრატეგია. დღეს კი ამ ქვეყანაში ამ უფლებით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ბავშვის ერთი მშობელი მაინც არის ლეგალურად მცხოვრები ბრიტანეთში.

ინდოეთმა და მალტამაც გააუქმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების უფლება. გერმანიამ კი ბოლო წლებში, პირიქით, უფრო ლიბერალური გახადა მიდგომა ამ საკითხისადმი. კერძოდ, 2000 წლის შემდეგ გერმანიაში დაბადებულ უცხოელების ბავშვებს მოქალაქეობა ავტომატურად ენიჭებათ, თუ ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს მუმდივი ბინადრობის უფლება მინიმუმ 3წლის განმავლობაში და გერმანიაში ცხოვრობს მინიმუმ 8 წელია.