2018 წლის არჩევნებზე ესტონეთში მაცხოვრებელი ქართველი ამომრჩევლის რჩეული ზურაბ ჯაფარიძე გახდა

0
1450

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე, ესტონეთის რესპუბლიკაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქე ამომრჩევლების რჩეული ახალი პოლიტიკური ცენტრ ,,გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გახდა, რომელიც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციის აქტიური მხარდამჭერი და ინიციატორია.

რეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ უცხოეთში არსებული უცხოეთის უბნებიდან  ესტონეთის N19 საარჩევნო უბნის მოგება 34 ხმით შეძლო და კონკურენტები დაამარცხა. ესტონეთის საარჩევნო უბნის შემდგომ ყველაზე მეტი 21 ხმის მიღება მან , გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ. ბერლინში N13  საარჩევნო უბანზე და 18 ხმის მიღება ამერიკის შეერთებულ შტატები,  ნიუ-იორკში N9 საარჩევნო უბანზე  შეძლო.

ზურაბ ჯაფარიძე საუკეთესოდ სულ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს 312 მოქალაქემ მიიჩნია და საერთო ხმების 5.7% -ით ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა.