ბოლო საჯარო ინფორმაცია შვედეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ

0
1128

შვედეთში  ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიის მიერ  გავრცელდა.  შვედეთის მხრიდან გამოძიებამ 24 ოქტომბერს მომხდარი დანაშაულის ადგილი დაადგინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. მათივე ცნობით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთნენ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია 

შვედეთის  შესაბამის უწყებებთან, ხოლო როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება :„შვედეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა“, – აცხადებენ შვედეთში საქართველოს საკონსულოში.

საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დააკავა. ის 50-წლამდე მამაკაცია, რომელიც ბრალდებას უარყოფს.