ბესიკ შამუგიას განცხადებით უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას

0
1304

“გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს, ამის შესახებ განცხადება მან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ ფორუმის გახსნის წინ გააკეთა, რომელშიც უკრაინის 14 საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ორგანიზაციის რიგითი წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

ბესიკ შამუგიას განცხადებით  : “ფორუმზე განხილული იქნება რეგიონების ქართულ სათვისტომოებში ბოლო დროს არსებული სიტუაცია, კერძოდ, “ორკაციანი“ ე.წ. „ქართული დიასპორული“ ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომელიც სწორედ რომ თითო-ოროლა კაცის პირად თუ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან და არა საზოგადოებრივ ინტერესებს, ხელს უწყობენ ქართველების დაქსაქსულობას. განხილული იქნება ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში არსებული გარკვეული ქართული „საცეკვაო ანსამბლების“ ხელმძღვანელთა არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის საკითხი, რაც იწვევს ქართული ცკვისა და სიმღერის უხეშად დამახინჯებას.

გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონებში ჩატარებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე, ქართული დიასპორის როლსა და სამშობლოში მიმდინარე პროცესების, ეკონომიკის, ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ”, – აცხადებს შამუგია.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ 28 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საკითხს, დიასპორის წარმომადგენლები მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.