დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE -ს დამფუძნებლის და ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადება

2
2488

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE -ს და პირადად ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია და მედია ტერორი სოციალურ ქსელებში, რაც ჩვენი შეფასებით მიზანმიმართულია შეაფერხოს ჩვენი მუშაობა და შეგვიღუდოს აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ევროკავშირის მედიის თავისუფლების ქარტიით. ჩვენს მიერ გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციით სოციალური ქსელებში ცილისმწამებლური და მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელება ხდება , საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენის საარჩევნო საუბნო კომისიის წევრების და დამკვირვებლების მიერ, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს და წარმოადგენენ გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია»ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს და მის შტაბს. მათ მიერ სისტემური კამპანიის სახე მიიღო პირადად ჩემს მიმართ ღია მუქარამ და შანტაჟმა რათა დიასპორულმა საინფორმაციო მაუწყებელმა DIASPORA.GE -მ შეწყვიტოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება და ამასთან დისკრედიტაციის მცდელობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გვაიძულებენ აღნიშნული საპრეზიდენტო კანდიდატის სარეკლამო ბანერის ჩამოხსნას რომლის განთავსებასაც დიასპორულ საინფორმაციო მაუწყებლ DIASPORA.GE-სთვის არათუ აკრაძალული, არამედ მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი დადგენილებებით სავალდებულოც კია თუ კი მას აღნიშნული შეთავაზებით საარჩევნო სუბიექტი მიმართავს. ამასთან აღნიშნული ადამიანების ჯგუფი სოციალურ ქსელებში უკავშირდებიან ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს , შეურაცყოფენ მათ სახელსა და ღირსებას და ახორციელებენ ბულინგს, რაც მოგეხსენებათ დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

 მინდა მივმართო საზოგადოებას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ხელმძღვანელობას, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ საარჩევნო შტაბებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს პარლამენტს მოახდინონ რეაგირება, რათა არ შეექმნათ საფრთხე ჩემს ოჯახის წევრებს და ახლობლებს აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოებული სიძულვილის ენის გამოყენებიდან გამომდინარე და პირდაპირი და არაპირდაპირი მუქარის შემცველი განცხადებების გამო,  რომლებსაც თანდართულად წარმოგიდგენთ.

პატივისცემით დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE – ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
ავთანდილგიუნაშვილი.