ზუსტად ვიცი, ვინ არის, როგორ უყვარს საქართველო,როგორი დაუღალავია ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლაში – ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის შესახებ

0
1246

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც ღიად აცხადებს თუ რატომ უჭერს იგი მხარს სალომე ზურაბიშვილს.

 “2 წელი სალომე ზურაბიშვილთან ერთად დღე და ღამე მუშაობაში მაქვს გასწორებული. ზუსტად ვიცი, ვინ არის, როგორ უყვარს საქართველო, როგორი დაუღალავია ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლაში. ნიჭიერი, პატრიოტი, თავდაუზოგავი, თბილი, წინდახედული, დამთმენი ქალბატონი. დედა, რომელმაც უცხოობაში საკუთარ შვილებს ქართული შეუნარჩუნა! მაღალი პროფესიონალი, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის პრეზიდენტის უმაღლესი თანამდებობიდან! ის მოდის ჩვენი, ყოველმხრივ გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებისთვის, რაც სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მისთვის საქართველოს პრეზიდენტობა პასუხისმგებლობაა! ამიტომ ვირჩევ #48-ს.”-წერს ლაშა ჟვანია.