ბრიუსელში მიგრანტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

0
1318

ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ, დავიცვათ მიგრანტთა სიცოცხლე, უსაფრთხო და ლეგალური გზა ევროპისკენ, – აქცია ამ ლოზუნგით ბრიუსელის ცენტრში გაიმართა.

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის შენობის წინ 3000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

აქციაზე იმ მიგრანტთა სახელები წაიკითხეს, რომლებიც სამშობლოდან საომარ მოქმედებებს გამოექცნენ, ევროპულ ქვეყნებში შესვლა ვერ მოახერხეს და გზაში დაიღუპნენ.

დემონსტრაცია ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე სპეციალურად დაიგეგმა. მიმდინარე კვირაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები მიგრანტთა კრიზისზე იმსჯელებენ.