ათენში მოღვაწე ქართველი მღვდელმსახური არქიმანდრიტი თეიმურაზ -სინესიოს კალანდაძე ფაზისის აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

0
6415

ათენში მოღვაწე ქართველი მღვდელმსახური არქიმანდრიტი თეიმურაზ -სინესიოს კალანდაძე ფაზისის აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. ამ მოვლენას მამა თეიმურაზიც გამოეხმაურა : ,, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი იყო აკადემოსი. მისი სახელი ეწოდა ათენის შემოგარენ მხარეს (დღეს ეს ადგილი უკვე ათენის ცენტრია). ამ ადგილას პლატონმა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 387 წელს დააარსა რელიგიურ-ფილოსოფიური კავშირი და მას აკადემია უწოდა. ძირითადად იქ ისწავლებოდა რიტორიკა, მჭერმეტყველება, ორატორობა, მოგვიანებით-რელიგია. აღსანიშნავია, რომ ათენის აკადემიაში მიიღეს განათლება მართლმადედებლობის ორმა დიდმა ბურჯმა: ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა.


ასეთი სკოლები ძველად თითზე ჩამოსათვლელი იყო: ალექსანდრიის, ანტიოქიის, სმირნის… ჩვენდა საამაყოდ ასეთი სკოლა კოლხეთშიც არსებობდა: კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, ანუ ფაზისის აკადემია (ფაზისი დღევანდელი ფოთის ძველი სახელწოდებაა). ძველი ბერძენი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი თემისტიოსი ტრაბახობდა, რომ მამაჩემმა ევგენიოსმა ფაზისის აკადემია დაამთავრაო. დღეს მას ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემია ჰქვია.
აკადემიის საინიციატივო ჯგუფმა გამგეობას ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. ჩემდა გასაკვირად განხილვა დადებითად გადაწყდა და ამ აკადემიის საპატიო წევრად მიმიღეს, ანუ აკადემიკოსად ამირჩიეს.
ჩემთვის ეს ფაქტი ფრიად მოულოდნელი იყო. დიდი მადლობა საინიციატივო ჯგუფს და აკადემიის გამგეობას ასეთი დაფასებისთვის.
საამაყოა იყო საქართველოს უძველესი უმაღლესი სასწავლებლის აკადემიკოსი.
დიდება უფალს! ” – წერს ათენში მოღვწე ქართული სამრევლოს მღვდელმსახური არქიმანდრიტი თეიმურაზ-სინესიოს კალანდაძე.