ბრიუსელში საქართველოს საელჩოს გადაწყვეტილებით დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის კონკრეტული თარიღები დაწესდა.

0
1392

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და ახალი და საინტერესო ინიციატივით გამოდის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორასთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიზნით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის დაწესდა კონკრეტული თარიღები.
ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირის ორშაბათი, 15:00 საათი.
შეხვედრების ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს მიეწოდებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ამავდროულად, მოხდება მათ წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.
მისამართი: Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Woluwe Saint Pierre
ქ. ბრიუსელში საქართველოს საელჩო” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში