ბრიუსელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჯაზის საღამო და საშობაო მიღება გაიმართა.

0
1135

 

2017 წლის 14 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში საქართველოს საელჩოს სახელით საშობაო მიღება და ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის ბექა გოჩიაშვილის საღამო გაიმართა.
საზეიმო მიღება საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზულმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მიღების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბელგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.