ისრაელში საელჩოს წარმომადგენელი ქართველ სტუდენტებთან ერთად სასწავლო კურსის დაწყებას დაესწრო

0
1363

ა.წ. 14 დეკემბერს ხაიფას უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების“ (Child Development) საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სწავლების კურსის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ხაიფას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. რონ რობინმა და “Vital Capital’-ის ფონდის დამფუძნებელმა, ეიტან სტრიბემ. აღსანიშნავია, რომ ისრაელური მხარის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ორი ქართველი სტუდენტი: ლიკა მხატვარი და მარიამ გვაზავა. ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხაიფას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე ისრაელში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.

ცერემონიაზე საქართველოს საელჩოს წარმოადგენდა კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი. საელჩო წარმატებებს უსურვებს ქართველ სტუდენტებს სწავლასა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში