ჰოლანდიის მიგრაციის მინისტრი თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის გამო ტოვებს

0
1002

 

ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრი მარკ ჰარბერსი თანამდებობას თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის გარეშემო აგორებული სკანდალის გამო ტოვებს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სკანდალის მიზეზი მარკ ჰარბერსის უწყების მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, რომელშიც მიგრანტების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულები ერთ კატეგორიაში იყო თავმოყრილი.

გამოცემა „დე ტელეგრაფი“ წერს, რომ ანგარიშში დანაშაულები რამდენიმე კატეგორიად იყო დაყოფილი. მაგალითად, მაღაზიიდან ქურდობის შემთხვევები, ხულიგნობა და სხვა, ხოლო სერიოზული კრიმინალური შემთხვევები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და მკვლელობები თავმოყრილი იყო ერთ კატეგორიაში, კლასიფიკაციის გარეშე.

ჰარბერსმა პარლამენტში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ შეცდომას აღიარებს. მისი თქმით, ანგარიშმა დეპუტატები შეცდომაში შეიყვანა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემმიგრაციის მინისტრის თხოვნა უკვე დააკმაყოფილა. როგორც მან განაცხადა, მისთვის საწყენია, რომ „მინისტრთა კაბინეტი უნდა დაემშვიდობოს ამ ნიჭიერ და საქმის ერთგულ ლიბერალს“.

ავტორი :ჟანა მეგრელიშვილი