ლონდონში, ქართული ანბანის პრეზენტაცია გაიმართება

0
1029

11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა მორჩილის რედაქტორობით მომზადდა, გამოცემას შესანიშნავი დიზაინერობა ირაკლი ზამბახიძემ გაუწია.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორის განცხადების თანახმად ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია გაიმართება.ეს “პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის, ქალბატონ ცირა კემულარიას და ხელოვნების სასახლის ურთიერთანამშრომლობის ბრწყინვალე შედეგი.

წიგნი გვიყვება იმ შესანიშნავ აღმოჩენაზე, რომელიც პროფესორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ ლილის ბიბლიოთეკაში განახორციელა და რომლის შედეგადაც ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ სულხან საბა ორბელიანის უნიკალური ხელნაწერისა და დიდი კალიგრაფის პეტრე ლარაძის შემოქმედების შესახებ შეიტყო!