შვედეთში, ციხეში 252 საქართველოს მოქალაქე გადაიყვანეს

0
1602
MALMÖ 2018-01-15 Polis och passkontrollanter på väg ombord för att kontrollera ett Öresundståg på station Hyllie utanför Malmö medan avstigande resenärer har id-handlingarna i högsta hugg. Att plocka fram id-kortet hör resan till för resenärer mellan Danmark och Sverige. Och för gränspolisen syns också tydliga effekter av höstens skärpta inre gränskontroller: Dubbelt så många avvisningar, gömda ensamkommande hittas och fler beslag. – Veckan före nyår hade vi en toppnotering med 309 nekade inresor i region Syd, det högsta antalet någonsin, säger Michael Mattsson, chef för gränspolisen i regionen, till TT. Foto: Johan Nilsson / TT / Kod 50090

შვედური მედია ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების შესახებ იუწყება და აქვეყნებს გასული 6 წლის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სხვადასხვა დანაშაულებებში მხილებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მზარდია.

„ტვ4“-ის ინფორმაციით, თუ 2013 წელს შვედეთის ციხეში სასჯელს საქართველოს 90 მოქალაქე იხდიდა, 2018 წელს ეს რიცხვი 252-მდე გაიზარდა. ერთ-ერთმა წამყვანმა შვედურმა სატელევიზო არხმა საინფორმაციო გამოშვების მთავარ სიუჟეტად გაუშვა სწორედ ქართველი კრიმინალების თაობაზე მომზადებული მასალა. სიუჟეტით ირკვევა, რომ შვედეთის პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო განყოფილების უფროსი მატს ლიოფინგი სპეციალურად საქართველოშიც კი ჩამოვიდა, 8რათა შვედეთიდან გამოგზავნილი ამანათები შეემოწმებინა. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში შვედური პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ჩადიან საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების წევრები, რომლებიც იპარავენ შვედეთში, შემდგომ ახერხებენ ნაქურდალის ქვეყნიდან გატანას და უცხოეთში გაყიდვას.

შვედეთის პოლიციის ოპერატიული-საგამოძიებო განყოფილების უფროსი მატს ლიოფინგი „ტვ4“-ს ეუბნება, რომ საქართველოში მან ქართველ მებაჟეებთან ერთად გახსნა გზავნილები და მათში აღმოჩნდა საქონელი, რომელიც მოიპარეს შვედეთის მაღაზიებში. ამასთანავე დაითვალეს, რომ თითოეული ასეთი გზავნილის ღირებულება იყო საშუალოდ 35 000 – 40 000 შვედური კრონი (დაახლოებით 10 000 -11 000 ლარი). ლიოფინგი ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს საკმარისი საშუალებები როგორც შიდა, ისე საგარეო სასაზღვრო კონტროლის თვალსაზრისით. შვედი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად სჭირდებათ სხვა ოფიციალურ უწყებებთან მჭიდრო კავშირში მოქმედება, ეს უპირველესად შეეხება სასაზღვრო კონტროლს.

 

ავტორი :ჟანა მეგრელიშვილი