ათენი: თამთა LGBTQ თემის აღლუმზე იმღერებს

0
2680

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე მიწვეულია Athens Pride 2019-ზე, სადაც LGBTQ თემის წარმომადგენლებისთვის და მხარდამჭერებისთვის შეასრულებს საევროვიზიო სიმღერას REPLAY-ის და სხვა სიმღერებს მის რეპერტუარიდან.

Athens Pride ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და თითქმის ყოველ წელს LGBTQ თემის წარმომადგენლები მომღერალ თამთას პატიჟობენ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. წელს თამთასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ელენი ფურეირა ალბანური წარმოშობის საბერძნეთში პოპ მომღერალი,რომელიც წარადგენდა კვიპროსს 2018წლის ევროვიზიის კოკურსზე.

იხილეთ ვიდეო: