დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შესაძლოა კულტურის მინისტრად გადაინაცვლოს

0
866

საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კულტურის მინისტრობის კანდიდატად სახელდება. ამის შესახებ ინფომაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მმართველ გუნდში კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელეს და ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დასახელდა. ბექა ოდიშარიას გარდა, კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება განათლების მინისტრის მოადგილის, ბადრი მაისურაძის კანდიდატურაც.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო გაყოფაზე განცხადება გასულ წელს გაკეთდა.  სამინისტროს გაყოფა მმართველი გუნდის წევრებმა, კერძოდ, კულტურისა და სპორტის სფეროს მიმართულების დეპუტატებმა მოითხოვეს.