ემიგრანტი რჩევას ითხოვს:,,ხშირად ჩემი სიყვარული ცოდვად მიმაჩნია“

0
2095

ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი საზოგადოებასთან კონტაქტს ხშირად სოციალური ქსელების საშუალებით ინარჩუნებენ და საკუთარი პრობლემის თუ წარმატების შესახებაც განსაკუთრებულად აქტიურად მისი საშუალებით ატყობინებენ გარე სამყაროს, ჩვენი რესპოდენტიც მაია სანიკიძის სახლითაა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ნიუ ჯერსიდან (აშშ) და ერთ-ერთ  სოც. ჯგუფში – ,,ქართველები ამერიკაში“ რომელშიც 28 ათასზემეტი ადამიანია გაწევრიანებული საჯაროდ  საკუთარი გულისტკივილის შესახებ წერს და რჩევას ითხოვს:

,, მეგობრებო მინდა თქვენი ყურადღება ცოტა ხნით დამითმოთ და რჩევა მომცეთ.. აქ ვწერ რადგან მგონია რომ ამ ჯგუგში უფრო ვიპოვი საღ აზრს და სწორ მიმართულებას…
2 წლის წინ ჩამოვედი ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად.
საქართველოში დავტოვე მეუღლე რომელთანაც უთანხმოება მქონდა. გაშორებაზე ხშირად ვფიქრობდი მაგრამ ხალხის აზრის მეშინოდა. საქართველოში ყოფნის ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრჯერ გავშორდით და შევრიგდით… აქ კი ისე წამოვედი ხელი არ გვქონდა გაწერილი. მე ოფიციალურად დღესაც მისი ცოლი ვარ. 1 წლის წინ შევხვდი მამაკაცს რომელმაც უდიდესი სითბო და სიყვარული მაგრძნობინა.. რომელთანაც ვიგრძენი თუ რა არის ბედნიერება… მასაც ყავდა ცოლი მაგრამ 7 თვის წინ გაშორდა, რადგან მიხვდა რომ ჩემთან იპოვა ნამდვილი სიყვარული… იმის გამო რომ ქმართან განქორწინებული არ ვარ და ჯვარიც დაწერილი გვაქვს ხშირად ჩემი სიყვარული ცოდვად მიმაჩნია და სინდისი მქენჯნის… სინდისი მქენჯნის რადგან ჩემს შეყვარებულსაც ჯვარი არ აქვს აყრილი და მისი ყოფილი ცოლი მე მადანაშაულებს ოჯახის დანგრევაში… არადა 10 წელია ერთმანეთი არ უნახავთ….
ვიფიქრე წავსულიყავი და მომენანიებინა მოძღვართან მაგრამ რეალურად არ ვნანობ..
არადა აბა როგორ მოგეტევევა თუკი სინანულში არ ხარ.
მირჩიეთ მეგობრებო რა გზას დავადგე მხოლოდ თქვენი კეთილი რჩევების იმედი მაქვს… რა ვქნაა მივიდე მოძღვართან თუ სხვა გზით ვეცადო სიმშვიდის მოპოვება “- წერს ის.