ქართველებო, ფრთხილად იყავით! – იტალიაში ქართველ ემიგრანტებს იჭერენ

0
14015

იტალიაში ქართველ ემიგრანტებს აკავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარა ნატროშვილი ფეისბუქ ჯგუფ “ემიგრანტები იტალიაში” წერს.

“ქართველებო, ემიგრანტები ვინც იტალიაში ხართ 3-თვიანებით ჩამოსული, ფრთხილად იყავით. 2 საათის წინ, ჩემს ქალაქში, ფასანოში ერთი გოგო აიყვანეს უკვე. მე გადავამოწმე მერე და გავიგე, რომ ვინც ძველი ჩამოსულია ისინი არ აინტერესებთ, ნუ თუ რამე ისეთი არ დააშავე არ დაგიჭერენ. ამ 3-თვიენებს დასდევენ ძალიან და ფრთხილად იყავით”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.