რატომ მიემგზავრება გია ჯაჯანიძე ათენში და რა მისია ექნება 2 თებერვალს მას

0
2599

თუ რატომ მიემგზავრება გია ჯაჯანიძე ათენში და რა მისია ექნება 2 თებერვალს მას ბერძენთა დედაქალაქში, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა არსებობს ამის შესახებ ინფორმაციას ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია” ავრცელებს.

როგორც ცნობილი დიასპორული ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა საბერძნეთის დედაქალაქში 2 თებერვალს, კვირას, 14:00 საათზე, კინო-თეატრში „ტრიანონ“ (ΤΡΙΑΝΟΝ),  გიორგი ჩიტაურის მხარდასაჭერად ს ა ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ო  კ ო ნ ც ე რ ტ ი  გაიმართება. რომლის ორგანიზატორიც  მომღერალი და იუმორისტი, მალხაზ მელქუაშვილი იქნება და საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ  ახალგაზრდა მომღერლებიც დავით ნავერიანი და თენგო პაპავა, ხოლო საღამოს გაუძღვება, ცნობილი შოუმენი, პოპულარული ტელე-გადაცემა „სხვა რაკურსის” წამყვანი, გია ჯაჯანიძე.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს და საქველმოქმედო აქციას მხარს უჭერს ასევე ათენის ქართული სიმღერისა & ცეკვის ანსამბლი „კავკასია” (ხელმძღვანელები: მამუკა ინაძე, ეკა გიგოლაშვილი & შოთა ცქვიტიშვილი).

თუ როგორ შეხვდეთ ათენში მცხოვრები ემიგრანტებ,ი ცნობილ ვარსკვლავს და მიიღოთ კეთილ საქმეში მონაწილეობა ამისათვის დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/470405000529283/