თანამდებობრივი ცვლილებები საბერძნეთში საქართველოს საელჩოს შემადგენლობაში- რა შეიცვლება და რა სიახლეებს უნდა ელოდონ ემიგრანტები?!

0
2041

2020 წლის 1 იანვარს საბერძნეთის რესპუბლიკაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენ-ლობაში ცვლილებები განხორციელდა. მისიის ხელმძღვანელს 2019 წლის 31 დეკემბერს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა,რომელიც 2014 წლიდან ასრულებდა ამ ფუნქციას და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა 2020 წლის 1 იანვრიდან  საქმეთა დროებითი რწმუნებულის სტატუსით  დარეჯან მუმლაძემ ჩაიბარა, რომელსაც სავარაუდოდ წელსვე გამოცდილი დიპლომატი დავით დონდუა, როგორც საქართველოს  საგანგებო და  სრულუფლებიანი  ელჩი გადაიბარებს. 

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და ამჟამად გაფორმებულია 18 საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში,როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკა, ტურიზმი, ჯანდაცვა, მეცნიერება, განათლება და კულტურა. საქართველო და საბერძ-ნეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და  სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებშიც. ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მაგალითია  განათლების სფეროში, სადაც საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ყოველწლიურად გამოიყოფა სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის. არის მცდელობე-ბიც კულტურის სფეროში თანამშრომლობაშიც.

საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული დიასპორა  სიდიდით მესამეა მსოფლიოში და გამოირჩევა სამშობლოში სისტემური და დიდი ფინანსური გზავნილების ნაკადების მოცულობებით, მაგალითად მხოლოდ უკანასკნელ 2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით საბერძნეთიდან – საქართველოში 192,545,110 დოლარის ექვივალენტის ფულადი გზავნილის ტრანზაქცია დაფიქსირდა. ამასთან ყოველწლიურად იზრდება ამანათების გზავნილების მოცულობაც. მზარდია ქართული პროდუქციის მოხმარებაზე გათვლილი ბიზნეს სექტორის სეგმენტიც. 

 საბერძნეთის რესპუბლიკაში პირველი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  1995 წელს დაინიშნა და ის საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძე იყო, რომელიც 2003 წელს ზვიად ჭუმბურიძემ შეცვალა და ის ამ მოვალეობას 2007 წლამდე ასრულებდა, 2007  – 2012 წლებში საქართველოს  საგანგებო და  სრულუფლებიანი  ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ირაკლი თავართქილაზე , ხოლო 2012 -2014 წლებში დავით ბაქრაძე იყო, რომელიც 2014 წელს საქართველოს მთავრობაში ევროპულ და  ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. ხოლო ამჟმად აშშ-ში საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი  ელჩია,2015-2019-ში ელჩის მოვალეობას იოსებ(სესე) ნანობაშვილი ასრულებდა , რომელიც 2020  წლის 1 იანვ-რიდან საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დარეჯან მუმლაძემ ჩაანაცვლა.  

ამჟამად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს ხელისუფლების და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით შემდგომი დიპლომატები ასრლებენ: საქმეთა დროებითი რწმუნებული – დარეჯან მუმლაძე, მრჩეველი გიორგი შოშიტაშვილი, კონსული გალაქტიონ პაიჭაძე, ვიცე-კონსული  კარლო ჩხეიძე და ფინანსური მენეჯერი  მიხეილ ფერაძე , რომლებსაც საქმიანობის წარმატებულად განსახორციელებლად და საქართველოს მოქალაქეებისთვის ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად ასევე ეხმარებიან ხელშეკრულებებით გაფორმებული სხვა მოხელეებიც, რომლების შესახებაც ინფორმაცია ამ ეტაპზე საელჩოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული არ არის.