პროდიუსერი ავთანდილ კაკაბაძე ემიგრანტებისთვის შექმნილ ახალ საკონცერტო პროგრამას ათენიდან იწყებს

0
2344

პროდიუსერი ავთანდილ კაკაბაძე ემიგრანტებისთვის შექმნილ ახალ საკონცერტო პროგრამას ათენიდან იწყებს, ამის შესახებ ინფორმაციას ქართული პრესა ავრცელებს, როგორც მედია საშუალებები იტყობნებიან პირველი მასშტაბური ღონისძიება ქართველი ემიგრანტებისათვის საბერძნეთის დედაქალაქში 8 მარტს თეატრ კნოსოში შედგება და სცენაზე ქართული ესტრადის ლეგენდა, ქართველებისთვის უსაყვარლესი ვარსკვლავი მერაბ სეფაშვილი წარდგება. 

  ავთანდილ კაკაბაძე რომელიც საკონცერტო პროგრამების დაგეგმარების მხრივ გამორჩეული ორგანიზატორი და არაერთი დიდი მნიშვნელობის პროექის ავტორია, შემდგომ პროექტს მალევე საქართველოში მყოფი პარტიორების თანამშრომლობით განახორციელებს და მის მიერ გაკეთებულ პროექტებთან ანალოგი მხოლოდ მაღალი დონის ორგანიზება და დახვეწილი შოუ პროგრამა ექნება რომელიც აქამდეც გამოარჩევდა მის მიერ ორგანიებულ ღონისძიებებს. 

ცნობილმა პროდუსერმა და ათენში 8 მარტს დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორმა ექსკლუზიურად გვითხრა რომ მსმენელს სიმბოლურად 8 გრანდიოზული სიურპრიზიც ელოდება. 

ავთანდილ კაკაბაძის ორგანიზებული ღონისძიებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია თუმცა მათგან ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული ემოციებით სავსე იყო ათენში მის მიერ ორგანიზებული კულტურული პროგრამები : ანრი ჯოხაძის ორი და ლელა წურწუმიას სოლო კონცერტები,  ნოდიკო ტატიშვილის და ნინი ბადურაშვილის, კომედი შოუს ჯგუფის საახალწლო შოუ- პროგრამა და ქართული ქორეოგრაფიის ეტალონის ,,ერისიონის” გრანდიოზული კონცერტი, რომელიც ათენში განხორციელებულ კულტურულ პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბული იყო და მას დახლოებით 3 ათასი ადამიანი ესწრებოდა.