საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი ფიქრობს რომ მიგრანტების მოთხოვნების საპასუხოდ მთავრობა შეძლებს ქმედითად უპასუხოს მათ

0
4220

საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი ფიქრობს რომ მიგრანტების მოთხოვნების საპასუხოდ მთავრობა შეძლებს ქმედითად უპასუხოს მათ და თუმცა მიზნად მიგრანტთა ნაკადების შემცირებას ასახებს: “ჩვენი მიზანი ერთია, მიგრანტების ტალღის შემცირება,” – განაცხადა საბერზნეთის მიგრაციისა მინისტრმა, ნოტის მიტარაკისმა ტელეკომპანია ΕΡΤ-თან საუბრისას.

“ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მიგრანტთა დიდი რაოდენობის შესამცირებლად, ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ სხვანაირად პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. გვჯერა, რომ შევძლებთ, დავაჩქაროთ თავშესაფრის (ასილოს) გაცემის პროცედურა და ამასთანავე, არ დავარღვიოთ მიგრანტთა უფლებები და საერთაშორისო კანონი.

“სირიზას” მმართველობის პერიოდში, 2015 წელს, კუნძულებმა დიდი შოკი განიცადა და მას შემდეგ მიგრანტთა ნაკადი ყოველ წელს იმატებს.”

როგორც მინისტრმა განმარტა, იმიგრანტები საბერძნეთში ჩამოსვლას ირჩევენ, რადგან ამ გზის გამოვლა და შემდეგ აქ გაჩერება, ყველაზე იოლ გამოსავლად ეჩვენებათ:

“უნდა გატარდეს მესიჯი, რათა გაიგოს ყველამ, რომ საბერძნეთს აქვს დაბალანსებული საიმიგრაციო პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაძლევთ თავშესაფარს მათ, ვისაც ეს ეკუთვნით და ვისაც საბუთის აღების უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ აუცილებელია იცოდნენ ისიც, რომ ვისაც საბუთი არ ეკუთვნის, საბერძნეთის გზა მათთვის გაუვალი იქნება, ხოლო ვინც შემოვა, აქ ვერაფერს გააკეთებს, მათთვის ყველა ცენტრი დაკეტილი იქნება და შემდეგ უკან დაბრუნდებიან.”

წყარო : Georgians.gr