როგორ მოქმედებს კორონავირუსი ორსულებზე- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციის ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

0
771

ჩინური მედიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

ქალს კორონავირუსი ორსულობის 38-ე კვირაში დაუდგინეს. ინფიცირებულმა ქალმა ჰერბინის პროვინციის კლინიკაში იმშობიარა. ექიმების გადაწყვეტილებით, მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ახლად დაბადებულ გოგონას კვლევებით კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ქალის ჯანმრთელობის მდგომაროებაც დამაკმაყოფილებელია. ბავშვიც და დედაც ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფებიან.