მოუწევთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ახალი სავიზო მოსაკრებლის 60-დან 80 ევრომდე გადახდა

0
5193

როგორც ცნობილი გახდა შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 60-დან 80 ევრომდე გაიზარდა აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია და ყველა იმ ქვეყნების მოქალაქეს ეხება რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ.

ახალი წესების თანახმად, განმცხადებელმა აპლიკაცია მგზავრობამდე მაქსიმუმ ექვსი თვით ადრე და არაუგვიანეს 15 დღისა უნდა წარადგინოს.

გარდა ამისა, შეცვლილი წესებით, დადებითი ისტორიის მქონე მოგზაურებს შეუძლიათ, მრავალჯერადი ვიზა ერთის ნაცვლად, ხუთწლიანი პერიოდით აიღონ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს მათ ეს ცვლილება არ ეხებათ ვინაიდა საქართველო 2016 წლიდან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს.