იტალიის ქალაქ ნაპოლში ემიგრანტები ნატო ცინაძე და სევდია შავერდოვა დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ დამსაქმებელმა მათი უფლებები უხეშად დარღვია. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახში სადაც მუშაობდნენ და იყვნენ დასაქმებულები მოხდა ძარცვა და მათი უფლებების დარღვევაც სწორედ აქედან იწყება, როგორც ქართველი ქალბატონების ახლობელი ამბობს : ,, ქურდები შევიდნენ გასაძარცვად, ქალბატონებმა მოახერხეს რომ ხმაური აეტეხათ და ამ ხმაურზე ქურდები გაიქცნენ… შეატყობინეს პატრონს რომელმაც გამოიძახა პოლიცია…მოხდა ქალბატონების დაკითხვა. ისინი იმავე ღამეს არც კი გადაიყვანეს განყოფილებაში. რის შემდგომაც დამსაქმებელმა ქალბატონებს აუკრძალა კარების გაღება მისი უშუალო დასწრების გარეშე ,შეასრულეს სახლის მეპატრონის მოსვლის შემდგომ კი პოლიციამ კანონის დაუმორჩილებლობის საბაბით ორივე ქალბატონი გადაიყვანა პოლიციაში . დამსაქმებელმა კი დაკითხვისას სრულად უარყო ქართველი ემგრანტების მის მერ დასაქმების ფაქტი და განაცხადა რომ 5 დღეა რაც ინტერნეტის საშუალებით იცნობდა და ლეგალური საბუთების არ არსებობის გამო მის მიერ არ იყვნენ დასაქმებულები. იტალიელი დამსაქმებელი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას და ამასთან არც კუთვნილი თანხისგადახდა არ სურს ჩვენი თანამემამულეებისთვის.
ქალბატონები ითხოვენ უფლებების დამცველს, რათა გასაჩივრდეს მათი საქმე და დაიცვან საკუთარი უფლებები.
ნატო ცინაძის ახლობელი გვაწვდის ინფორმაციას რომ – წინასწარი დაკავების განყოფილებაში გაუსაძლის პირობებში ამყოფეს და ცდილობდბენ ყველანაირად დაემცირებინათ ქალბატონები. აქვე ავღნიშნავ რომ ქალბატონი ნატო იმყოფება მაღალი წნევის ქვეშ და საჭიროებს ექიმის დახმარებას. ქ.ნატოს ცუდი მდგომარეობა აქვს ოჯახში მეუღლე მძიმედ ავადაა სისხლის კიბო აქვს ბოლო სტადიაში .მის ახალგაზრდა ვაჟს ერთი თვალიდან დაეკარგა მხედველობა და საჭიროებს საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაციას რათა მეორე თვალი მაინც შეუნარჩუნდეს და არ ჩაითრიოს მეორე თვალის მხედველობაც. ასეთი მძიმე მდგომარეობის შემდეგ საცოდაობაა რომ არ დავეხმაროთ მას რადგან ოჯახის ერთადერთი იმედი ეს ქალბატონია. – აცხადებს დაზარალებული ემიგრანტის ნატო ცინაძის ახლობელი და რეაგირებისთვის ითხოვს იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობას და საკითხთ დაინტერესებას.