მიხეილ ნინუას თქმით სამინისტროსთვის პრიორიტეტი საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებაა

0
634

 საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ეტაპზე საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებაა , რაც ახლო და მომავალ პერსპექტივაში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში. „ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და გამოვცვალეთ საელჩო და საკონსულო შენობები არაერთ ქალაქში: რომში, სადაც ძალიან დიდი დატვირთვაა, შვედეთში, ლონდონში, სტრასბურგში, პარიზში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიაში, ვენაში საელჩოსა და საკონსულოს საქმიანობა, სადაც მოხდა არა მარტო საოფისე ფართების კეთილმოწყობა, არამედ, სერვისებისა და მომსახურების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში შეხვედრისას.