რისთვის შეიქმნა, კორონა ვირუსი! საშინელი ეპიდემია თუ ფინანსური ანგარიშსწორება!

0
1761

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ჩინეთმა საინტერესო ეკონომიკური სხვლა განახორციელა და მთელი მსოფლიო გააცურა. შედეგად, რამდენიმე დღეში 20 მილიარდზე მეტი მიიღო და დაიბრუნა საკუთარი მონოპოლიების აქციების დაახლოებით, 30%.
სი ძინპინმა მოხერხებულად გააბრიყვა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა და ამერიკა და მთელი მსოფლიოს თვალწინ, ყველაფერი ისე გაითამაშა, როგორც სურდა.
როგორც ცნობილია, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელ ინვესტორებს, მათ შორის ამერიკელებს და ევროპელებს ეკუთვნოდა. რაც ნიშნავს, რომ მძიმე და ქიმიური მრეწველობების შემოსავლის თითქმის ნახევარი ჩინეთის ხაზინაში კი არა, დასავლური ფინანსური კორპორაციების ჯიბეებში მიედინებოდა. უხანში განვითარებული მოვლენების შედეგად, იუანმა მკვეთრი დაცემა დაიწყო, მაგრამ ცენტრალური ბანკი ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჩინეთს კორონავირუსთან გასამკლავებლად სამედიცინო ნიღბებიც კი არ ჰყოფნიდა. ამ ხმებმა და სი ძინპინის განცხადებამ, რომ უხანის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერს იღონებს, ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე ფასების დაცემა გამოიწვია და დასავლეთის ფინანსურმა კორპორაციებმა აქციების გასაყიდად გამოტანა დაიწყეს.
სი ძინპინი მთელი კვირა ელოდა და პრესკონფერენციებზე მხოლოდ იღიმებოდა. როცა აქციები თითქმის გაუფასურდა, მან განკარგულება გასცა ყველა ევროპული და ამერიკული კორპორაციის აქციები ერთდროულად შეეძინათ.
როცა დასავლელი ფინანსისტები მიხვდნენ, რომ ისინი გააცურეს, ძალიან გვიან იყო – აქციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩინეთმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო და საკუთარი კომპანიების აქციებიც დაიბრუნა. ამიერიდან ტექნიკისა და ქიმიის წარმოებით მიღებული შემოსავალი ქვეყანაში დარჩება. იუანმა ბუნებრივად გამყარებას დაიწყო, ხოლო ევროპისა და ამერიკის ფინანსური ბოსები ხელცარიელი დარჩნენ. მათ კაპიკებად დაკარგეს აქციები, რომლებსაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოაქვთ. ასეთი ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაცია საფონდო ბირჟას ჯერ არ ახსოვს.

წყარო progressnews