რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საბერძნეთსა და იტალიაში მყოფ ემიგრანტ ქალებზე

0
2510

ჩვენი ეკონომიკა რომ გაძლიერებულიყო ქართველ ქალებს არ მოუწევდათ შვილების მიტოვება, კაცები მიდიან პოლონეთში, ქალები საბერძნეთში და იტალიაში, იქ უვლიან მოხუცებს, – ამის შესახებ ემიგრანტად ქცეულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

„ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ამათ დროს ნული პროცენტით, ბავშვები დაგვეწვა. ბავშვები იწვიან იქ, სადაც არის სიღარიბე, სადაც არის გაურკვევლობა.

ჩვენი ეკონომიკა რომ გაძლიერებულიყო ქართველ ქალებს არ მოუწევდათ შვილების მიტოვება, კაცები მიდიან პოლონეთში, ქალები საბერძნეთში და იტალიაში, იქ უვლიან მოხუცებს. ნურავინ ნუ დამადანაშაულებს ქსენოფობიაში, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ქართველი ქალები ბერძნების მომსახურე პერსონალი იყვნენ. ჩვენი ეკონომიკა დღეს უკვე იქნებოდა საბერძნეთის დონეზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.


აღსანიშნავია რომ საქსტატის მონაცემებით მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი იყო და ამასთან საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ გააჩნდა