ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება კენჭისყრაზე ჩავარდა

0
972

რამდენიმე წუთის წინ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი  მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

როგორც “რუსთავი 2-ის” კორესპონდენტი იტყობინება, ევროპარლამენტარებს სურდათ საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში  შესწორებების შეტანა –  გიგი უგულავას საქმეზე,  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ა.შ. რასაც საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა და მხარი არ დაუჭირა. 

შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტით უკმაყოფილო დარჩა ევროპარლამენტის წარმომადგენლობა და მას  მხარი არ დაუჭირა. იმის გამო, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა, საბოლოო ჯამში მისი მიღება ვერ მოხერხდა. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.

ევროპარლამენტარებმა დოკუმენტის ჩავარდნის გამო მწუხარება გამოთქვეს. მათი თქმით, ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად რჩება, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ შეთანხმება ვერ შედგა.