სოფია ბასილაძე ემიგრანტებს ემოციური საჯარო წერილით მიმართავს

0
1378

დღე სიკეთისა და ბედნიერების.. არ ვიცი აზრები როგორ დავალაგო და გადმოვცე რისი თქმაც მინდა..ყველამ იცის რომ ხშირად გვიხდება შემწეობის თხოვნა ადამიანების დასახმარებლად( რაც უბადლოდ გამოსდის ათენის ემიგრაციას).მაგრამ თუ ვიცოდებთ დასახმარებელ ადამიანს უნდა შევიცოდოთ მოწყალების გამცემნიც .რადგან არის შემთხვევები როდესაც თვეში ძალიან ბევრჯერ გვიწევს თხოვა დახმარების..უბრალოდ ვეძებ გამოსავალს და ვერადა ვერ გავარკვიე როგორ??? იცით რომ კვირას შევძელით ერთიანობით 19წლის ათენის ემიგრანტის ირაკლი დარბაიძის დახმარება .რომელიც პარასკევს გაიკეთებს ოპერაციას და მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება .რის შემდეგაც დავდებ სრულ სიას და მადლობის პოსტსაც. ახლა რაც შეეხება 24წლის ლიკუნა ჩაკვეტაძეს და 33 წლის გიორგი ქარცელაძეს რომლებიც ისევ ათენის ემიგრანტები არიან და აქვთ ჯამრთელობის სერიოზული პრობლემა (ლიკუნას ძვლის სიმსივნე და გიორგის კანის სიმსივნე)რა გავაკეთოთ??ისევ უნდა გავერთიანდეთ მაგრამ თვეში 4 კვირაა და ჩვენ გვიწევს ოთხივე კვირა დახმარების თხოვნა .ვისაც გულგრილად არ შეუძლია გაატაროს გაჭირვებულის ბედი ისინიც ხო ცოდვები არიან?? მინდა გითხრათ ვეცადე სხვა გზებიც მივმართე ინტელექტ ექსპრესის წარმომადგენლებს რიკოს წაფმომადგენლებს და ვთხოვე თითო გზავნილიდან თუ ღირს 1.20 ჩამოაჭერით 20 ცენტი და გაგვიხსენით ანგარიშითკო .პასუხი იყო არ შეგვიძლია… ახლა მრჩება მხოლოდ ერთი გზა უნდა მოვახერხო მიგრაციიაზე პასუხისმგებლებთან შეხვედრა(საქართველოში) და მათ უნდა მიიღონ ზომები და გამოყონ თანხა ესე გადაუდებელი სიტუაციისთვის.(რაც ძაან მეეეჭვება)მაგრამ უნდა ვცადო..ბოლობოლო მიგრაცია ხო ეკუთვინ საქართველოს??თუ სიკვდილ მისჯილნი არიან??თუკი 600ევროზე მომუშავე მიგრანტი ახერხებს ოჯახის და სხვა დახმარების გაწევას რატო ვერ ან არ ახერხებს ჩვენი უკეთილშობილესი წინა და მოქმედი მთავრობა?? ვიგაც მეტყვის ემიგრაცია კი არა საქართველოში დარჩენილნი არიან გაუბედურებულიო.მესმის.. მე ამ ეტაპზე ვამბობ სიცოცხლესთან მებრძოლ მიგრანტებზე ვის აქვს პასუხისმგებლობა?????ბოლო ბოლო ბოლო უნდა მოეღოს ღორობას და საკუთარ მუცლის ძღომას პრემიების და დანამატების ჩაკეცვას საკუთარ ჯიბეში… კიდე ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ დანარჩენს თუ შევძელი ჩვენსზე მზრუნველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა მაშინ ვიტგვი ვაიდა იქნებ შერცხვეთ…..რაც შეეხება ამ ბავშვებს ლიკუნას და გიორგის უნდა უშველოთ თუ დაგრჩათ ძალა ჩემო ემიგრაციავ… კიდევ მინდა გითხრათ ათენში 300.000ქართველია ნახევარმა რომ გაითავისოს სხვისი ტკივილი და იფიქროს ერთი ევროთი როგორ უშველის სიცოცხლეზე მებრძოლ ადამიანებს ჩვენი საქმე უფრო უკეთესად იქნება… ერთი ევრო და ერფიანობა გადაარჩენს ჩვენს ხალხს…..და არა ისე მუდამ ერთიდა იგივე ადამიანები რო იმეტებენ 20 და 50 ევროებს…..არა საჭირო 50 €. ერთიანობაა საჭირო და ერთი ევრო .ეს წესად გავიხადოთ ….რაც შეეხება ამ ორი ადამიანის დახმარებას თუ ისევ შევძლებთ ახლავე ვამბობ და იცოდეს ყველამ აიკრიბება 10 ევრო გაიყოფა 5 გიორგის 5 ლიკუნას .აიკრიბება 1000 ისიც გაიყოფა .მე ვერ გამოვარჩევ ვერავის რადგან ჩემთვის ორივეს სიცოცხლე მნიშვნელოვანია…თუ ვინმეს ექნება პრეტენზია ამ გაყოფასთან . (როგორც ქონდათ რამოდენიმე კვირის უკან ) .მე როგორც მაშინ ახლაც უარს ვიტყვი თანამშრომლობაზე…….წინასწარ გიხდით ბოდიშს მძიმე სურათის ნახვის გამო …..694 60 50 333.ეს ჩემი ნომერია