ფრთხილად იტალიაში მცხოვრებო ემიგრანტებო არ შეცდეთ

0
23051

აგერ უკვე რამდენიმე დღეა იტალიის ქალქ ბარიში არალეგალ ემიგრანტებში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ბუმია ატეხილი,თითქოს საბუთი გამოდის და ამისთვის იტალიის ფოსტიდან ბინადრობის უფლების გასაგრძელებელი სპეციალური კონვერტი უნდა იქნეს აღებული.არალეგალ ემიგრანტებს აგზავნიან ფოსტაში ჯგუფებად. რაც უკვე იმდენად გახდა ყურადღების საგანი რომ რისკია მოხდეს პოლიციის მიერ მათი იდენტიფიკაციის დაწყება. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს ქალაქ ბარიში არსებული პროფკავშირული გაერთიანება “ანოლფი”-ს ქართულ ენოვანი წარმომადგენელი ქალბატონი ფიქრია კუჭუხძე. მისი განმარტებით საჭიროა მეტად იყვნენ ემიგრანტები ინფორმირებულები სწორედაც რომ შესაბამისი საემიგრაციო ორგანიზაციების მიერ და ნუ აყვებიან ჭორებს რომელიც სხვადასხვა ფეის ჯგუფებში არაკომპეტენტური პირების მიერ ვრცელდება. მისივე თქმით ჯერ არანაირი კანონი ძალაში არაა შესული და თუკი მთავრობა მიიღებს გადწყვეტილებას ეს ყველასთვის ოფიციალური გზით იქნება ცნობილი. ქალბატონი ფიქრია აცხადებს რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შესაძლებელია მოყვეს ის ცუდი შედეგი, რომ ფოსტაში ასე მასიურად და ჯგუფურად არალეგალების შესვლამ და ამ კონვერტის აღებამ გამოიწვიოს ეჭვი და მოხდეს პოლიციის მხრიდან აღნიშნულ ადგილებში კონტროლის გამკაცრება. “სჯობს ფრთხილად იყოთ და ინფორმაცია მოძიოთ კომპეტენტური პირებისგან, ნუ გახდებით ვიღაცის ჭორის მსხვერპლნი” აცხადებს ქალბატონი ფიქრია.