ცვლილებები ბერძნულ კანონმდებლობაში ახალშობილებთან დაკავშირებით

0
1665

ვიდრე ბავშვებს სახელს დაარქმევენ, მათ უკვე ექნებათ სადაზღვევო და საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრები ანუ ΑΦΜ და ΑΜΚΑ  – ეს ცვლილება საბერძნეთში დღეიდან, 2020 წლის 17 თებერვლიდან შედის მოქმედებაში.

საკითხზე მუშაობს ციფრული მენეჯმენტის სამინისტრო, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროები, რათა თვის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით მდებარე საავადმყოფოების 80%-ს საშუალება ჰქონდეს, ბავშვს დაბადებისთანავე გაატაროს რეგისტრაცია.

ამრიგად, ბავშვი დაბადებისთანავე აიღებს ΑΦΜ და ΑΜΚΑ-ს ნომრებს ავტომატურად და პირველი 13 საავადმყოფო, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, არის:

“ვენიზელიო-პანანიო” – კრეტა, ირაკლიო

ირაკლიოს საუნივერსიტეტო კლინიკა (კრეტა)

კასტორიას საჯარო საავადმყოფო

ლარისას საჯარო საავადმყოფო

მიტილინის საჯარო საავადმყოფო “ვოსტანიო”

ლაკონიას საჯარო საავადმყოფო – Νοσοκομειακή Μονάδα Σπάρτης

არგოლიდას საჯარო საავადმყოფო – Νοσοκομειακή Μονάδα Αργους

ტრიპოლის საჯარო საავადმყოფო – “ევანგელისტრია”

იოანინას საჯარო საუნივერსიტეტო საავადმყოფო

“ელენა ვენიზელუს” საავადმყოფო ათენში

“ალექსანდრას” საავადმყოფო ათენში

მარუსის გინეკოლოგიური კლინიკა “მიტერა” – “Μητέρα”

წყარო.georgians.gr