პრემიერ-მინისტრმა ემიგრანტებს ახალი წელი განსაკუთრებულად მიულოცა.

0
10501

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს წინასაახალწლო მილოცვით მიმართა, პრემიერმა განსაკუთრებულად საკუთარ მილოცვაში გამოყო ახალ წელს პროფესიული მოვალეობის შემსრულებელი მოქალაქეები, ჯარისკაცები და ოფიცრები რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებიან, აფზახი და ოსი ეროვნების მოქალაქეები და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები: ,,ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მათ. ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შევუქმნათ ამისათვის. “- აღნიშნა პრემიერ მინისტრმა მილოცვისას.