იტალიაში ბოლო 24 საათში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა

0
1506

იტალიაში ბოლო 24 საათში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. როგორც იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბოლო დღე ღამეში „კოვიდ-19“ 2 972 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებულთა ზრდის მსგავსი მაჩვენებელი ქვეყანაში ერთი თვეა არ დაფიქსირებულა.

ამასთან, იტალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 602 ადამიანი.

იტალიაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 21 067 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“ 162 488 ადამიანს დაუდასტურდა. ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

3 186 ადამიანი კვლევა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი შემცირებულია.

იტალიაში ვირუსი საერთო ჯამში დაძლია და გამოჯანრთელდა 37 130 პაციენტი.

წყარო:1tv.ge