ბექა ოდიშარია: უცხოეთში მყოფმა ადამიანებმა დღევანდელ ხელისუფლებაში, დაინახეს საკუთარი პატრონი

0
984

ბუნებრივია, დიასპორაში იზრდება გამოწვევები, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს და ორ ფრონტზე იბრძვის. ჩვენი დიასპორის რიცხვი ექსტრემალურად იზრდება. ადამიანები მოდიან და რეგისტრირდებიან. ამ ადამიანებმა ქართულ სახელმწიფოში, დღევანდელ ხელისუფლებაში, დაინახეს საკუთარი პატრონი. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემა საუბრობს იმაზე, რომ ევროპა საქართველოს მაგალითზე უნდა დაფიქრდეს, თუ როგორი პარტნიორები ჰყავს მაშინ, როდესაც დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლება, იმ ფონზე, როდესაც ევროსკეპტიციზმი იზრდება, რამდენად მყარი არის თავის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. დღევანდელმა მდგომარეობამ და ჩვენმა შინაგანმა გაერთიანებამ, კონსოლიდაციამ საერთაშორისო პრესაში ძალიან მნიშვნელოვანი ანარეკლი ჰპოვა”, – აღნიშნულის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პოს TV-ის გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი” განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებირივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, რომელმაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თხოვნით სხდომაზე, ორი ადამიანი – დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, და სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე მოავლინა.

„ჩვენ ამ ადამიანებს წინა საღამოს მივაწოდეთ დიასპორაში დაგროვებული დაახლოებით 150 სამედიცინო ტიპის შეკითხვა, ამ ადამიანებმა სკურპულოზურად, პროფესიულად ამომწურავად გასცეს პასუხები კითხვებს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.​