ათენიდან ჩარტერული რეისით საქართველოში ჩასვლა 171 მგზავრმა შეძლო

0
1058

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ათენიდან ჩარტერული რეისით საქართველოში ჩასვლა 171 მგზავრმა შეძლო .

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასულმა მგზავრებმა ქუთაისის აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ცნობით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 105 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6 381-მდე ადამიანია განთავსებული.