არგუმენტები რაზე დაყრდნობითაც მატეო სალვინი იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებს

0
964

იტალიის პოლიტიკური სცენის ოპოზიციის და პარტია ,,ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებს. სალვინიმ პრეზიდენტ მატარელას მიმართა და თქვა, რომ „გაოგნებულია საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებით“, მისივე განცხადებით , ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება სკამების შენარჩუნებისთვის სჭირდება და ის სხვა არაფერს ემსახურება.

როგორც ცნობილია იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა უმრავლესობის მოთხოვნას საგანგებო მდგომარეობის 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივების შესახებ. პრემიერ კონტეს მოსაზრებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება აუცილებელია, რადგან, სამეცნიერო ტექნიკური კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი ისევ განაგრძობს გავრცელებას და საჭიროებს აქტიურ მოქმედებებს რათა კვლავ არ განმეორდეს პანდემიის პირველი ფაზის მსგავსი მოვლენები. ამასთან, კონტემ შეშფოთება გამოთქვა მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო და იტალიელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.