საქართველოს ელჩი ათენში გახსნილი ქართველი ხელოვანის და ბიზნესვუმენის მაღაზიას ეწვია

0
453

2020 წლის 20 სექტემბერს საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს ელჩი დავით დონდუა საბერძნეთში ქართული წარმოშობის ბიზნესვუმენს და ხელოვანს მაია სააკაძეს და მის მაღაზია-სახელოსნოს MaiaArt-ს ეწვია.

აღსანიშნავია რომ ქართველ ხელოვანს სახელოსნოს და მაღაზიის გახსნისთვის საბერძნეთის სახელმწიფომ ფინანსური გრანტი გამოუყო, რისი საშუალებითაც მაია სააკაძემ მოახერხა და ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ქართული სუვენირების კომერციული პუნქტი გახსნა და მყიდველებსა და დამთვალიერებლებს ხელნაკეთი აქსესუარების კოლექციას ყოველდღიურად წარუდგენს. სალონში თავმოყრილია სხვა ქართველი ხელოვანების ნაკეთობებიც.

როგორც საელჩო იუწყება ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხელოვანსა ბიზნესმენს მიწვევისთვის და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.