ლაშა ჟვანიამ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

0
2491

ლაშა ჟვანიამ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი განმარტავს : – ,,დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ !

ლაშა ჟვანიას შეფასებით ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზაბის ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად. არ დაჭირდებათ დიდი თანხების გადახდა ლეგალურად სამუშაოს მოძიებისთვის. ამაზე საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს.” – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია.