ათონის წმიდა მთის მმართველობამ covid-19 თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა

0
986

ათონის წმიდა მთაზე covid-19 ის გავრცელების გამო, წმინდა მთის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მომლოცველების მიღება შეზღუდოს.

 ყოველ მონასტერში თუ იღებდნენ 100-დან 800-ს მომლოცველამდე, ახალი განჩინების თანახმად, გარკვეული პერიოდი მონასტრები მხოლოდ 10 მომლოცველს მიიღებენ მხოლოდ სპეციალური დიამონიტირიოთი (ათონზე შესვლას უფლება).

 განსაკუთრებული შემთხვევებიის გარდა, ათონის მთაზე აიკრძალა ყოველგვარი გადაადგილება. ათონის მთაზე ნებისმიერმა შემსვლელმა აუცილებლად უნდა გაიაროს კორონავირუსის ტესტი.

 წმინდა მთის უმაღლესი მმართველი ორგანო ყველა მონასტერს მოუწოდებს დაიცვან ჰიგიენის წესები, გამოიყენონ ანტისეპტიკური საშუალებები და ჩატარდეს დეზინფექცია.

არსანიშნავია რომ ათონის მთის წმინდა პავლეს მონასტერში კორონავირუსის რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი უხუცესი მონაზონი რეანიმაციაში იქნა გადაყვანილი. ამის გამო მონასტერი სრულ თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა.