საბერძნეთის კიდევ ორ რეგიონში კარანტინი გამოცხადდა

0
2636

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იმატებს, ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ახლა 400მდეა დღის გადმავლობაში, ხოლო მინიმუმ ნახევარი, ატიკაში მდებარეობს.

ოთხშაბათს, მომაკვდინებელი ვირუსის 194 შემთხვევა დაფიქსირდა კოზანსა და იოანინაში და ამიტომ გადაწყდა მინი კარანტინი ზემოთხსენებულ ადგილებში.

მეცნიერთა აზრით, ატიკა ნარინჯისფერ ზონაშია, ერთი ნაბიჯით უკან “წითელი” საგანგეშო ზონიდან.

ეს დაადასტურა პანელენური სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა და კორონავირუსის კომიტეტის წევრმა, ათანასოს ეგზადაქტილოსმა, MEGA- სთან საუბრისას.

ატიკა არ არის “წითელ” ზონაში, ის არის “ნარინჯისფერ” ზონაში. ”წითელი” რომ იყოს, სიტუაცია სულ სხვაგვარად იქნებოდა ”, – თქვა მან დამახასიათებლად და დასძინა, რომ” ჩვენ გვჯერა, რომ გვექნება ზომების შესრულება და ატიკაში ვხედავთ სურათის უკეთესობისკენ შეცვლას. ამისთვის კი მოთმინებაა საჭირო ”.
ამ ყველაფერს ზამთარი ვერ დაეხმარება.
მომდევნო თვეები რთული იქნება, ამბობენ ინფექციონისტების სპეციალისტები, თბილი და დახურული ფართების გამო გადამდები დაავადებების დიდ ზრდაზეც კი საუბრობენ.

მიღებულია შემდეგი შემაკავებელი ზომები, იანინას და კოზნის რეგიონებში:

  1. ყველა მაღაზიის მუშაობის აკრძალვა ღამის 12 საათიდან მეორე დღის 05.00 საათამდე.
  2. ნებისმიერი სახის ღონისძიების შეჩერება, როგორიცაა წვეულებები, სავაჭრო ბაზრობები, მსვლელობა და ა.შ.
  3. 9 ადამიანზე მეტი მოქალაქის ნებისმიერი სახის შეკრების აკრძალვა რაიმე მიზეზით, დახურულ ისე ღია სივრცეში.
  4. სასადილო ადგილებზე თითოეულ სუფრაზე ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის არის 4 , თუ ისინი არ არიან პირველი ხარისხის ნათესავები.
  5. ნიღბის სავალდებულო გამოყენება როგორც ღია ისევე დახურულ სივრცეში .

დაბოლოს, ზემოხსენებული შემაკავებელი ზომები მოქმედებს ხუთი დღის განმავლობაში ოთხშაბათიდან (07-10-2020 ) ორშაბათამდე (12-10-2020)წლამდე.