ნანა თევდორაძე:გილოცავთ ყველას, ჩვენი თანამემამულე ცოცხალი ვიპოვეთ!

0
6738

,,გილოცავთ ყველას, ჩვენი თანამემამულე ცოცხალი ვიპოვეთ!” – აცხადებს ათენში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ნანა თევდორაძე, რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში დაკარგული 32 წლის საქართველოს მოქალაქის ირაკლი ძნელაძის შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი დიასპორული მედია მაუწყებლის DIASPORA.GE -ს მიერ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ათენში, დედა 32 წლის შვილს ირაკლი ძნელაძეს ეძებდა, რომელიც მიმდინარე წლის 27 აგვისტოს შემდგომ აღარ დაუკავშირდა მშობელს.

დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნანა თევდორაძის განცხადებით ირაკლი ძნელაძის შესახებ ინფორმაციის განცხადების შემდგომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ჩვენს ცენტრში შემოვიდა შეტყობინება, რომ ჩვენი თანამემამულე ირაკლი ძნელაძე , რომელსაც დედა თვეზე მეტი ხანია ეძებდა, ათენში პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში უსაბუთობის მიზეზით იმყოფებოდა, რის შემდგომაც ჩვენ და ჩვენი ცენტრის პროგრამების კოორდინატორი ბატონი ავთანდილ გიუნაშვილი პოლიციის აღნიშნულ განყოფილებაში ვიმყოფებოდით, სადაც აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა. ინფორმაცია დადასტურების შემდგომ შევატყობინეთ ირაკლის ოჯახის წევრებს და ამჟმად მიმდინარეობს მუშაობა მისი საპატიმროდან გამოყვანის გზების მოსაძიებლად. – აღნიშნავს ქალბატონი ნანა თევდორაძე.