საბერძნეთის ეკლესიის მეთაურს COVID 19 გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
1385

საბერძნეთის ეკლესიის მეთაურს COVID 19 გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს , კლინიკაში შესვლამდე იერონიმე მეორემ განცხადება გააკეთა და განაცხადა რომ :

“ახლა პირადად მე გავდივარ იმ განსაცდელს, რომელსაც გადიან ჩვენი ძმები, ჩვენს სამშობლოში და მილიონობით ადამიანი მთელს სამყაროში. გავდივარ იმ ტკივილს, ტანჯვასა და შიშს, რომელსაც ყველა გადის და რომელსაც ღმრთისადმი რწმენით ყველანი გადავლახავთ”.

უნეტარეს იერონიმეს კორონავირუსული ინფექცია 16 ნოემბერს დაუდასტურდა და მკურნალობას რეზიდენციაში გადიოდა, თუმცა, როგორც ჩანს ახლა მწყემსმთავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მისმა პირადმა ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა.

ვირუსის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსიც ათენის ევანგელიზმოს ინფექციურ საავადმყოფოში არის ასევე მოთავსებული.