ჩემთვის პრიორიტეტულია გვერდში დავუდგე ჩვენს მოქალაქეებს – ნოდარ კომახიძე

0
1697

ჩემთვის პრიორიტეტულია გვერდში დავუდგე ჩვენს მოქალაქეებს აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ტესალონიკში ნოდარ კომახიძე

,, იქიდან გამომდინარე, რომ ქ. თესალონიკში ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, შესაბამისად ჩემთვის პრიორიტეტულია გვერდში დავუდგე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ ამ დაავადებასთან ბრძოლა. მისი თქმით საკონსულოს გუნდი სისტემატურად უკავშირდება ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს და ცდილობენ, გამოუცხადონ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად იზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. ასევე აქვთ კავშირი იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც ისინი მკურნალობენ. შეგახსენებთ რომ ნოდარ კომახიძის ინიციატივით საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ემიგრანტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ.