თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საზოგადოებრივი წესები იცვლება

0
1360

თურქეთში მაისის შემდეგ პირველად, სრული ლოკდაუნი ამოქმედდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამის მიზეზი კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელის დაფიქსირებაა.

83-მილიონიან ქვეყანაში 32 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან უსიმპტომოებიც, ეს პანდემიის დაწყებიდან, მარტიდან დღემდე ყველაზე დიდი რიცხვია.

თურქულმა ტელევიზიამ ცარიელი სკვერებისა და ქუჩების კადრები გაავრცელა, რომელიც დედაქალაქ სტამბოლსა და იზმირშია გადაღებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ადამიანების უმეტესობა წესებს ემორჩილება. თურქეთი ამ დროისთვის მეოთხეა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის შემდეგ.

თურქეთში ბოლოს, სრული ლოკდაუნი მაისში მოქმედებდა, კარანტინი კი გასულ თვეში გამოაცხადა, თუმცა ამან ახალი შემთხვევების მატებასა და გარდაცვალების შემთხვევებზე გავლენა ვერ მოახდინა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა შაბათ-კვირას სრული ლოკდაუნის დაწესების შესახებ 30 ნოემბერს განაცხადა. კვირის სხვა დღეებში კი კარანტინი იმოქმედებს.

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა არის დაფიქსირებული.