22 ოქტომბრის covid 19 -ის სტატისტიკა ინფიცირების და სიკვდილიანობის შესახებ თურქეთში,საბერძნეთსა და ისრაელში

0
264

22 ოქტომბრის covid 19 -ის სტატისტიკა ინფიცირების და სიკვდილიანობის შესახებ თურქეთში,საბერძნეთსა და ისრაელში თვითოეული ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 9584-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 117 198 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2102 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 71 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 355 528-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  310 027 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1581 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 ოქტომბრის მონაცმებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა- 353.426, დაღუპულთა რაოდენობა- 9.513 , ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა -308.446 შეადგენს.

რაც შეეხება საბერძნეთს 22 ოქტომბრის მონაცმებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა- 28.216, დაღუპულთა რაოდენობა- 549, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9.989 . ბოლო 24 საათის განმავლობაში კი – 882 covid 19 -ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებული , ხოლო ვირუსით 15 გარდაიცვალა.

დღესვე მიღებული გადაწყვეტილებით საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი ზომები დაასახელა, რომელიც მთავრობამ ექსპერტებთან მუშაობის შედეგად მიიღო.

კერძოდ, პრემიერი აცხადებს, რომ შაბათს დილის 06:00 საათიდან მოქმედებაში შედის ორი ზომა:

  • ამოქმედდება გადაადგილების აკრძალვა 00:30 საათიდან 05:00 საათამდე. (გამონაკლისი დაიშვება მათთვის, ვინც მუშაობს ან აქვს გადაადგილების გადაუდებელი მიზეზი).
  • პირბადის ტარების ვალდებულება აბსოლუტურად ყველგან, ღია თუ დახურულ სივრცეებში.

აღნიშნული ზომები მოქმედებს საფრთხის მე-3 და მე-4 დონეზე მყოფ რეგიონებში, ანუ ე.წ. “ფორთოხლისფერ” და “წითელ” ზონებში.

როგორც მიცოტაკიმ აღნიშნა, პირბადე არის ვაქცინა ვაქცინამდე, ამიტომ უნდა ვატაროთ ის ყველგან.

შეგახსენებთ, რომ ფორთოხლისფერ ზონებში შედის ატიკა, თესალონიკი, სერესი, ვიოტია, ლარისა. შაბათს დილის 06:00 საათიდან თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მოეთხოვება გადაადგილდეს პირბადით ყველგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება შესაბამისად.

ისრაელში ინფიცირებულთა რაოდენობა-307.965, დაღუპულთა რაოდენობა- 2.319 , ხოლო გამოჯანრთელებულთა რაოდენობა- 286.438 მიაღწია, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი – 1.171 covid 19 -ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებული , ხოლო ვირუსით 22 გარდაიცვალა.