ფრთხილად ემიგრანტებო! ბერძნული პოლიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის

0
4525

როგორც ბერძნული მედია იტყობინება პრემიერ მიცოტაკის შესაბამის განკარგულების შემდგომ საბერძნეთის პოლიცია მუშაობის აქტიურ და მკაცრ რეჟიმში გადავიდა , რათა კორონავირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ამისთვის აწარმოებენ შემოწმებებს და იღებენ შესაბამის ზომებს, კანონდარღვევების დაფიქსირებისას.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს მხოლოდ და მხოლოდ 2 საათის მანძილზე ათენის ცენტრში მდებარე 20 დაწესებულებაში გამოვლინდა უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები და შესაბამისად გამოიწერა ჯარიმებიც.

საერთო ჯამში გამოწერილია 100.000 ევროს ჯარიმები.

აღნიშნულ შემოწმების ოპერაციაში მონაწილეობდა პოლიციის 20-ზე მეტი ოფიცერი, მოტოციკლებითა და მანქანებით.