თესალონიკში დიპ.წარმომადგენლობის მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში ქართული წიგნების კუთხე მოეწყო

0
299

თესალონიკში დიპ.წარმომადგენლობის მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში ქართული წიგნების კუთხე მოეწყო.

როგორც წარმომადგენლობის ოფიციალური გვერდი იტყობინება, 2025 წლის 21 თებერვალს თესალონიკში მოღვაწე ქართველი პოეტებისთვის მადლობის სიგელების გადაცემის ღონისძიებაც გაიმართა და გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, მადლობის სიგელები საზღვარგარეთ ქართული პოეზიის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადასცა ნანა ჩხაიძეს, ელგუჯა ციგროშვილს, მზია ერგემლიძეს, თამარ სეფაშვილს, მარინა საქიძეს, მზაღო თხელიძეს და ნანა კბილაშვილს. ღონისძიების ფარგლებში კი ქართველმა პოეტებმა წაიკითხეს სხვადასხვა თემატიკაზე დაწერილი ლექსები და ისაუბრეს მათ შემოქმედებაზე, რამაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ამავე დღეს , ქართველმა პოეტებმა და ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს გენერალური საკონსულოს განახლებული მოქალაქეთა მისაღები, სადაც განთავსებულ იქნა ქართული წიგნების კუთხეც. აღსანიშნავია, რომ მისაღებში მოსულ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ შეარჩიონ მათთვის სასურველი წიგნები, წაიღონ ისინი წასაკითხად და წაკითხვის შემდეგ წიგნები ქართული წიგნების კუთხეში დააბრუნონ- აღნიშნულია გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.